ამერიკული ავიალაინერის ავარიულად დაშვებისას 16 ადამიანი დაშავდა
ამერიკულმა ავიალაინერმა, რომელიც აშშ-დან ინგლისში მიფრინავდა, ირლანდიაში ავარიული დაშვება განახორციელა. ამის მიზეზი ფრენის დროს ძლიერი ტურბულენტობა გახდა, რომლის დროსაც 16 ადამიანი დაშავდა. დაფრენის შემდეგ 14 მგზავრი და ეკიპაჟის 2 წევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.