იაპონიაში წყალდიდობამ მოხუცთა თავშესაფარში 9 ადამიანი იმსხვერპლა

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად მოხუცთა თავშესაფარში 9 ადამიანი დაიღუპა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, თავშესაფრის შენობა მდინარის ნაპირზე მდებარეობს, მაგრამ ადამიანების ევაკუაცია არ მომხდარა.
სამშაბათს იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილს ტაიფუნი „ლაინროკი“ დაატყდა თავს. მან 300 მმ ნალექი მოიტანა.
საინფორმაციო სააგენტო „კიოდოს“ ინფორმაციით, სტიქიური უბედურების ზონაში 400 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც ხელისუფლება საკუთარი სახლების დროებით დატოვებას ურჩევს. ამ რაიონებში წყალდიდობები და მეწყერებია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები