ფრანკფურტის აეროპორტში ევაკუაცია საეჭვო პირის გამო გამოცხადდა (ვიდეო)
გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის აეროპორტში ევაკუაცია საეჭვო პირის გამო გამოცხადდა. Bnonews-ის ცნობით, განგაში მას შემდეგ ატყდა, რაც ერთ-ერთი პირი შემოწმების გარეშე უსაფრთხოების ზონაში შევიდა. ამის შემდეგ პოლიციამ შესასვლელები გადაკეტა, ხოლო ყველა ავიარეისი გადაიდო, მგზავრებს კი აეროპორტის ტერნიმალების დატოვება უბრძანეს.
როგორც გერმანიის პოლიცია იუწყება, განგაში პრევენციულ ხასიათს ატარებდა. აეროპორტის ნორმალურ რეჟიმში მუშაობა გარკვეული დროის შემდეგ მოხდება.