ხმელთაშუა ზღვაში მაშველებმა 3 ათასი მიგრანტი გადაარჩინეს
იტალიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 3 ათასი მიგრანტი გადაარჩინა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
წინა დღეს ლიბიის სანაპიროსთან 6,5 ათასი ადამიანი გადაარჩინეს, რომლებიც ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ.
იტალიის ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო სამ დღეში მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში, საერთო ჯამში, 10 ათასი მიგრანტი გადაარჩინეს. ბოლო დროს აფრიკელი მიგრანტები ახალ ტაქტიკას მიმართავენ. ისინი ლიბიის სანაპიროდან 20 კილომეტრში მიცურავენ და შემდეგ მაშველებს ელოდებიან.