აზერბაიჯანის კონსტიტუციაში ცვლილებებზე რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება

აზერბაიჯანში 3 სექტემბრიდან წინასარეფერენდუმო აგიტაცია იწყება. რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებებზე აზერბაიჯანში 26 სექტემბერს გაიმართება.
კერძოდ, აზერბაიჯანში პირველი ვიცე-პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობების შემოღება იგეგმება. გარდა ამისა, კონსტიტუციიდან ამოღებული იქნება ნორმა, რომლის მიხედვით ქვეყნის პრეზიდენტად არჩევა შეუძლია პირს, რომელიც 35 წლის არის. ასევე იგეგმება საპრეზიდენტო ვადის გაზრდა 5-დან 7 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები