ფრანკფურტის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა
გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ, ევაკუაცია A და Z ტერმინალებში მიმდინარეობს. მისი მიზეზი უცნობია.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ფრანკფურტის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ინფორმაციის გამო ასევე ევაკუაცია გამოცხადდა.