მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“ 24-25 აგვისტოს, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა (157,82 გრ.) და ვერცხლის (43,18 გრ.) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 15,981,68 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, 24 აგვისტოს, სომხეთის მხრიდან შემოსულ რუსეთის მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 8,332,69 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო 25 აგვისტოს, შემოსულ მგზავრს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 7,648,99 ლარის ოდენობით შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები