მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ელექტროსიგარეტის მოწევა ჩვეულებრივი სიგარეტივით მავნებელია
ბერძენმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ელექტროსიგარეტის მოწევა ისეთივე მავნებელია, როგორც ჩვეულებრივის. ექსპერიმენტში 24-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ელექტროსიგარეტის მოწევის შემდეგ მათ უმეტესობას აორტაში სიხისტე ეზრდებოდა, რაც გულის დაავადებებს იწვევს.
გარდა ამისა, ექსპერიმენტში მონაწილე მოხალისეებს არტერიული წნევის მატებაც აღენიშნებოდათ. მეცნიერების შეფასებით, ელექტროსიგარეტის მოწევა ნახევარი საათის განმავლობაში ისევე აზიანებს ორგანიზმს, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევა 5 წუთის განმავლობაში.
კვლევის შედეგებს ბერძენი მეცნიერები რომში დაგეგმილ კონფერენციაზე წარმოადგენენ. ჰონგ- კონგის Baptist University-ის მკვლევარებმა კი დაადგინეს, რომ ელექტროსიგარეტი ტოქსინებს შეიცავს, რომლებმაც, შესაძლოა, უშვილობა გამოიწვიოს. გარდა ამისა, ამავე უნივერსიტეტის სპეციალისტებს მაიჩნიათ, რომ ელექტროსიგარეტის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოხმარებას შეიძლება ონკოლოგიური დაავადებებიც მოჰყვეს.