ბრიტანელი, რომელიც ავსტრალიაში მომხდარი თავდასხმის დროს დაიჭრა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ბრიტანელი ტომას ჯექსონი, რომელიც ავსტრალიის ერთ-ერთ სასტუმროზე მომხდარი თავდასხმის დროს დაიჭრა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ავსტრალიის კვინსლენდის შტატის პოლიცია იუწყება.
თავდასხმა ერთი კვირის წინ ქალაქ ჰოუმ-ჰილში მოხდა. დანით შეიარაღებული საფრანგეთის 29 წლის მოქალაქე სასტუმროში მყოფ ადამიანებს თავს დაესხა. 21 წლის ბრიტანელმა ქალმა, მია აილიფ-ჩანგი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ტომას ჯექსონი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველები აცხადებენ, რომ თავდასხმის დროს მამაკაცი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები