ლიბიის სამთავრობო ძალებმა ქალაქი სირტი მთლიანად დაიკავეს (ფოტოკოლაჟი)

ლიბიის სამთავრობო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მთლიანად დაიკავეს ქალაქი სირტი, რომელიც მანამდე „ისლამურ სახელმწიფოს“ ჰქონდა დაკავებული. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ამჟამად ისლამისტების ხელში ქალაქის მხოლოდ ერთი რაიონი რჩება.
როგორც ლიბიის მთავრობის პრესსპიკერმა რიდა ისამ განაცხადა, სამთავრობო ძალებს შეტევის დროს მხარს უჭერს აშშ-ის ავიაცია, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს ბომბავს. ქალაქ სირტზე შეტევა ლიბიის სამთავრობო ძალებმა სამი თვის წინ დაიწყეს. ეს ქალაქი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და ის ლიბიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ძირითადი დასაყრდენი იყო.
14169524_10206674537453715_2126538226_n 14159322_10206693751614057_1464067999_n 14171860_10206693751574056_1504536918_n 14159678_10206693751534055_1059259665_n 14159058_10206693751734060_1326289776_n 14194471_10206693751654058_1570128570_n 14193850_10206693751494054_1329417937_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები