ყირგიზეთში, ჩინეთის საელჩოსთან ტერაქტი მოხდა

თვითმკვლელი ტერორისტი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ჩინეთის საელჩოს ჭიშკარს შეეჯახა და თავი აიფეთქა. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ ყირგიზეთის ვიცე-პრემიერმა ჟენიშ რაზაკოვმა აცნობა. თავდასხმის შედეგად ტერორისტი დაიღუპა. დაიჭრა სამი ადამიანი. მათ აფეთქების შედეგად ნამსხვრევებით ჭრილობები მიიღეს. საელჩოსთან მომხდარი აფეთქების შედეგად ახლომდებარე სახლებში მინები ჩაიმსხვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები