რუსთავში ცივი იარაღით 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

რუსთავში, ახმეტელის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული 40 წლამდე ადგილობრივი მაცხოვრებელია. მას ცივი იარაღით გულის არეში ერთი ჭილობა აქვს მიყენებული.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დანაშაულში ეჭვმიტანილი მეზობელ კორპუსში მცხოვრები მამაკაცია.
ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულია თუ არა ეჭვმიტანილი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები