ხიდაშელი ბურჭულაძის განცხადებაზე: ამ ხნის ქალი ვარ და ამისთანა ჯერ არ მომისმენია

ამ ხნის ქალი ვარ და ამისთანა ჯერ არ მომისმენია,  – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “რესპუბლიკელი” თინა ხიდაშელი პაატა ბურჭულაძის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, სოციალური დახმარება მილიონ მოქალაქეზე გაიზრდება.
“ამ ხნის ქალი ვარ და ამისთანა ჯერ არ მომისმენია…
შემოსავალს კი არ გაგიჩენთ, სულ ასე იქნებით და სოციალურზე იცხოვრებთო”, – წერს ხიდაშელი ფეისბუქზე.

“შეიძლება ადამიანმა ამდენი ხანი, 25 წელი იმედით უყურო მომავალს და ეს მომავალი არაფრით არ დადგეს?! ხშირად მეკითხებიან, რამ მომიყვანა პოლიტიკაში? მოკლედ გიპასუხებთ, იმედგაცრუებამ!
გუშინ შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ პენსიონერი ასეთი გაჭირვებული არ ყოფილიყო. შეიძლებოდა, რომ პენსიონერებს სწორად რომ გადანაწილებულიყო ბიუჯეტი, 250 ლარი უკვე გუშინ ჰქონოდათ. შეიძლებოდა რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ნორმალურად ეცხოვრათ.
ჩვენ გვაქვს გეგმა: დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს, ჩვენ ამას გავხდით ერთ მილიონს.” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ კანდიდატების წარდგენისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები