აზერბაიჯანში მე-12 საუკუნის მონეტები აღმოაჩინეს

აზერბაიჯანის ჯალილაბადის რაიონში არქეოლოგებმა მე-12 საუკუნის 243 მონეტა აღმოაჩინეს. ამის შესახებ Vesti.Az იუწყება. მონეტები შესასწავლად არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში გააგზავნეს. აზერბაიჯანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მონეტები ერაყის სულთნის, არსლანის სახელით იყო დამზადებული. ერთ მხარეს მონეტებზე ხალიფ აბულ მუზაფ ალ-მუტსანჯინის სახელი აწერია, ხოლო მეორე მხარეს – ციტატა მუსულმანების წმინდა წიგნიდან, ყურანიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები