ბანერი ვლადიკავკაზში: ვლადიმერ ხინჩაგოვი ოლიმპიური ჩემპიონი

სოციალურ ქსელ ფეისბუქში ფოტო გავრცელდა, რომელზეც თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ვალადიკავკაზის ერთ-ერთ ბანერზეა აღბეჭდილი.
ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში ერთ-ერთ ბანერზე წერია, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, იგივე ხინჩაგოვი ოლიმპიური ჩემპიონია, ის ჩრდილოეთ ოსეთის დროშის ფონზეა ნაჩვენები. ქალაქ ვლადიკავკაზის მკვიდრნი სოცქსელში ირწმუნებიან, რომ ეს ფოტო ხინჩეგაშვილის ნათესავებმა ჩამოჰკიდეს.
ქართველმა მოჭიდავემ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა თავისუფალ ჭიდაობაში 57 კილოგრამამდე კატეგორიაში რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები