იტალიაში გლოვის დღეა – ქვეყანა მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს ემშვიდობება (ფოტო)

იტალიაში დღეს გლოვის დღეა. ქვეყანა 24 აგვისტოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს ემშვიდობება. ქალაქ ასკოლი-პიჩენოში 35 დაღუპულის პანაშვიდი მიმდინარეობს. სამგლოვიარო ცერემონია პირდაპირ ეთერში იტალიის ტელევიზიით ტრანსლირდება. მთლიანად ამ ქალაქში 49 ადამიანი დაიღუპა. 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა იტალიაში 24 აგვისტოს, ღამის 3 საათზე მოხდა.
ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 290 და დაშავდა 388 ადამიანი. 2,5 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ყველაზე მეტად ქალაქი ამატრიჩე დაზარალდა, სადაც ნახევარი ქალაქი დაინგრა, ხოლო დანარჩენი სახლები საცხოვრებლად უვარგისია.
14112084_10206673045136408_1528122418_n 14159730_10206673045176409_1442403803_n 14159205_10206673044936403_148440268_n 14169628_10206673044656396_1901607884_n 14112127_10206673044696397_1897789245_n 14111907_10206673044736398_1619552569_n 14138329_10206673044776399_1847405684_n 14137884_10206673044896402_114866559_n 14169730_10206673044976404_295445409_n                                                          14137950_10206673044856401_1632581603_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები