სინგაპურში მსოფლიოში პირველი უპილოტო ტაქსი ამოქმედდა (ვიდეო)

მსოფლიოში პირველი უპილოტო ტაქსი სინგაპურში ამოქმედდა. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება. ამჟამად 6 ასეთი ტაქსი ფუნქციონირებს, მაგრამ მათი რაოდენობა წლის ბოლომდე 12-მდე გაიზრდება.
პირველ ეტაპზე კომპანია nuTonomy-ის უპილოტო ტაქსები სინგაპურის მხოლოდ ერთ რაიონში იმოძრავებს. მისი გამოძახება სმარტფონით არის შესაძლებელი. ჯერჯერობით მანქანაში მძღოლი ყოველი შემთხვევისთვის იმყოფება, თუმცა უახლოეს მომავლში ის საჭირო აღარ იქნება. 2018 წლისთვის nuTonomy მთლიანად უპილოტო ტაქსებზე გადავა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამის შემდეგ სინგაპურის ქუჩებში ავტომობილების რაოდენობა 900 ათასიდან 300 ათასამდე შემცირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები