„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მეუღლე საოლქო კომისიის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდა

“ნაციონალური მოძრაობის”  აბაშა-მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაალ გოროზიას მეუღლემ  ოლგა ჩურკანოვამ, რომელიც  მარტვილის #65-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრია, მის  კოლეგებს,  ელგა ცანავას და ნინო დანელიას უბანზე დასანიშნ პირთა სიები წაართვა, შემდეგ კი მათ ფიზიკურად გაუსწორდა.
კომისიის წევრთა განცხადებით, ჩურკანოვა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ელგა ცანავა, ნინო დანელია და ინციდენტის თვითმხილველი ლიკა გაგუა მარტვილის პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები