გოდერძი ჩანქსელიანი: ვიმედოვნებ, ერთად შევძლებთ, თეთრიწყარო ერთ-ერთ წარმატებულ რეგიონად ვაქციოთ

იმედი მაქვს, რომ ერთად შევძლებთ თეთრიწყარო ვაქციოთ ერთ-ერთ წარმატებულ რეგიონად საქართველოში, – ამის შესახებ თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოდერძი ჩანქსელიანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჩანქსელიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების” გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემს გაკეთებულ საქმეებზე მეტყველებს ჩემი წარსული. მე მოვდივარ ბიზნესიდან, თუმცა ბიზნესამდე არაერთ თანამდებობაზე ვმუშაობდი ძალოვან სტრუქტურაში. ასევე ვმუშაობდი ქვემო ქართლში სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე. ამით იმის თქმა მინდა, რომ კარგად ვიცი თქვენი გასაჭირი და პრობლემები. იმედი მაქვს, ერთად შევძლებთ, თეთრიწყარო ვაქციოთ ერთ-ერთ წარმატებულ რეგიონად საქართველოში. საქმეში დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით. დიდი მადლობა, რომ დღეს ვხედავ ასეთ ხალხმრავალ შეკრებას. მე დავიბადე და გავიზარდე აფხაზეთში, ვიზრდებოდი ქართველების, სომხების აზერბაიჯანელების, ბერძნების, უკრაინელებისა და რუსების გვერდით. როგორც იცით, ჩვენს რაიონში სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს. არ გამიჭირდება მათთან საერთო ენის გამონახვა. ნებისმიერ პრობლემას ერთობლივად გადავწყვეტთ. ხვალიდან ჩვენ დავიწყებთ მუშა შეხვედრებს ყველა საარჩევნო უბანში და ვისაუბრებთ თეთრიწყაროსა და გარდაბნის საჭირბოროტო საკითხებზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნდობისა და მობრძანებისათვის”,-აღნიშნა გოდერძი ჩანქსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები