პრემიერი: გოდერძი ბუკიას ნაბიჯი ღირსეულია და შეესაბამება მაღალ პოლიტიკურ სტანდარტს

გოდერძი ბუკიას ნაბიჯი განპირობებულია იმით, რომ იგი აპირებს რამდენიმე მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას, მათ შორის საპარტნიორო ფონდის მონაწილეობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ”ქართული ოცნების” ხობის მჟორიტარი დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა, გოდერძი ბუკიამ ქვეყნისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან სფეროში გადასვლა არჩია.
მისვე თქმით, მისასალმებელია ის, რომ გოდერძი ბუკია რჩება გუნდის წევრად და მხარდამჭერად.
”ბატონი გოდერძი ბუკიას ნაბიჯი განპირობებულია იმით, რომ იგი აპირებს რამდენიმე მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას, მათ შორის საპარტნიორო ფონდის მონაწილეობით. ბატონმა გოდერძიმ არჩია ქვეყნისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან, ბიზნესსექტორს დაბრუნებოდა. ეს მისი მხრიდან ღირსეული ნაბიჯია, რომელიც შეესაბამება მაღალ პოლიტიკურ სტანდარტს. მივესალმებით, რომ ბატონი გოდერძი ბუკია რჩება გუნდის წევრად და მხარდამჭერად”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ,რომ ხობის საარჩევნო ოლქში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა მოხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები