სამტრედიაში გამართული აქციის აქციის ერთ-ერთ მონაწილე დააკავეს

სამტრედიაში, პოლიციის შენობასთან გამართული აქციაზე სამართალდამცველებმა ერთ-ერთ მონაწილე, გიორგი სოფრომაძე დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.    უწყების ცნობით, დაკავებული ადვოკატის თანდასწრებით გამოიკითხება.
სოფრომაძის დაკავების ფაქტის გამო სამტრედიის პოლიციის განყოფილებასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ქუთაისში გადაინაცვლეს და  საპროტესტო აქციას ქუთაისში, სამხარეო პოლიციასთან აგრძელებენ.
მანამდე, აქციაზე შეკრებილმა ადამიანებმა პოლიციის მანქანებზე სტიკერები და ფურცლები გააკრეს, შემდეგ კი პოლიციის მანქანები შეღებეს. ისინი 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტს აპროტესტებდნენ და თვითმკვლელობასთან შესაძლო კავშირში მყოფი პოლიციელების დასჯას ითხოვდნენ. აქცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები