ლადო ბედუკაძე და თემურ ხაჩიშვილი არჩევნებში „საქართველოს კომუნისტური პარტია-სტალინელების“ სიით მიიღებენ მონაწილეობას

პარტია „ცენტრისტების“ წევრები, თემურ ხაჩიშვილი და ლადო ბედუკაძე არჩევნებში „საქართველოს კომუნისტური პარტია – სტალინელების“ სახელით მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
როგორც „საქართველოს კომუნისტური პარტია – სტალინელების“ ხელმძღვანელმა, ივანე წიკლაურმა აღნიშნა, ისინი საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სიით გავლენ.
„ჩვენ ვნახეთ, როგორ ებრძვიან „ცენტრისტებს“. როცა არჩევნებიდან ხსნიან პარტიას, ეს არ არის დემოკრატიული პრინციპების დაცვა. „კომუნისტური პარტია“ კი ყოველთვის დემოკრატიის სადარაჯოზეა”,-აღნიშნა წიკლაურმა.
ლადო ბედუკაძემ წიკლაურს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წიკლაურმა სამოქალაქო გმირობა გამოიჩნა.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებში მცხეთის მაჟორიტარად იყრის კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები