“ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, გარდაბანში 230 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა”

გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სავალან მირზოევმა სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრსა და “ქართული ოცნების” გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
სავალან მირზოევის თქმით, “ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, გარდაბანში 230 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
“დღეს ჩემი ხალხის წინაშე გამოსვლისას ამაყი ვარ იმიტომ, რომ წარმოვადგენ იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც ოთხი წლის წინ სერიოზული ცვლილებები შემოიტანა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის განვითარებაში. ამიტომ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის ხელმძღვანელობას, თავად გუნდს.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი გვერდში დგომით, ამომრჩევლების დახმარებით, უფრო მეტს მივაღწევთ, უფრო მეტს გავაკეთებთ ხალხისთვის, ქვეყნისთვის.
აქვე მინდა გითხრათ, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა. კერძოდ, გარდაბანში, თბოელექტროსადგურში 230 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. ასევე, სასათბურე კომპლექსში განხორციელებული სამუშაოების ღირებულებამ 50 მილიონს გადააჭარბა”, – განაცხადა სავალან მირზოევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები