ლაგოდეხში ახალგაზრდა მამაკაცის დაღუპვასთან დაკავშირებული ახალი დეტალები გახდა ცნობილი
ლაგოდეხში ახალგაზრდა მამაკაცის დაღუპვასთან დაკავშირებული ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
როგორც „კვირას“ გარდაცვლილი მამაკაცის ნათესავმა განუცხადა, 24 წლის გ.ჩ-ს დენმა საცურაო აუზში დაარტყა. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი სახლში მარტო არ იმყოფებოდა.
„აუზი გააკეთეს ბავშვებისთვის. დენმა იმ დროს დაარტყა, როდესაც აუზში იყო ჩასული და ამოწმებდა, გამართულად მიეწოდებოდა თუ არა წყალი აუზს. ალბათ რაღაც შეცდომა დაუშვა და უბედური შემთხვევა მოხდა. აღნიშნულ ფაქტს ოჯახის წევრებიც შეესწრნენ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ძალიან კარგი ადამიანი იყო“,-განუცხადა „კვირას“ გ.ჩ-ს ნათესავმა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.