„ცენტრ პოინტის“ საქმეზე სამივე ბრალდებული პატიმრობაში დარჩა

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე სამივე ბრალდებული – მაია რჩეულიშვილი, გუკა რჩეულიშვილი და ირაკლი მინდელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
ადვოკატები ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით გამოვიდნენ, თუმცა მოსამართლემ მათი არგუმენტაცია არ გაიზიარა. უფრო კონკრეტულად, ადვოკატები ირაკლი მინდელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 50 ათასლარიანი გირაოთი შეცვლას, გუკა რჩეულიშვილისთვის 100 ათასლარიანი გირაოს, მაია რჩეულიშვილისთვის კი 250 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები