პროკურატურა „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვს

მთავარი პროკურატურა “ცენტრ პოინტის” საქმეზე, ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე ბრალდებულებისთვის, “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის მაია რჩეულიშვილისთვის, “ცენტრ პოინტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გურამ რჩეულიშვილისთვისა და “ცენტრ პოინტ აჭარას” ხელმძღვანელისთვის, ირაკლი მონდელოლისთვის აღკვეთის ღონიძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვს.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, არსებობს საფრთხე, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში ბრალდებულების მხრიდან გამოძიებისთვის ხელის შეშლის, მოწმეებზე და დაზარალებულებზე ზემოქმედებისა და საქართველოს საზღვრის დატოვების მცდელობას ექნება ადგილი. დაცვის მხარე კი ერთ-ერთი ბრალდებულის, ირაკლი მინდელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 50-ათასლარიანი გირაოთი შეცვლას მოითხოვს.
როგორც ბრალდებულის ინტერესების დამცველმა, მერაბ ჩიქოვანმა აღნიშნა, ირაკლი მინდელი გამოძიების დაწყების მომენტიდან თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები