სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ კობა სუბელიანი გამოჰკითხა
სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი კობა სუბელიანი გამოკითხვაზე დაიბარა. საქმე ეხება მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას. სუბარი წერდა, რომ ციხეებში წინასაარჩევნოდ პატიმრებზე ზეწოლა დაიწყო.
„ციხეებში, წინასაარჩევნოდ პატიმრებზე და ე.წ. მაყურებლებზე ზეწოლა დაიწყო, რომ მათ თავიანთი ოჯახის წევრებს დაავალონ, იმუშავონ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, შეუგროვონ ხმები. ამასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გავაკეთეთ. სასჯელაღსრულების მინისტრის დავალებით დამირეკა გენერალური ინსპექციის უფროსმა, რომელმაც მთხოვა შეხვედრა, შედგა ჩვენი შეხვედრა, ვუთხარი ყველაფერი და ეს შეხვედრა გაფორმდა ოქმით, მან, რა თქმა უნდა, უარყო ამის შესახებ, ასევე თქვა, რომ აუცილებლად ჩაატარებს მოკვლევას და დაიწყებს გამოძიებას“, – განაცხადა სუბელიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.