სვანეთში ავტომობილი მდინარეში გადავარდა – მაშველები მძღოლს ეძებენ

სვანეთში ავტომობილი მდინარე ნესკრაში გადავარდა. უბედური შემთხვევა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მოხდა.
“კვირას“ ინფორმაციით, ავტომობილს ჭუბერის მკვიდრი მერაბ ჩხეტიანი მართავდა.
როგორც “კვირას“ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, ნაპოვნია და ამოყვანილია  ავტომანქანა, თუმცა მძღოლის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მერაბ ჩხეტიანის სამძებრო სამუშაოებში რეგიონის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან ჩართულნი.
“ჩემი ინფორმაციით, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი, ჭუბერის ადგილობრივი მერაბ ჩხეტიანი მართავდა. ავტომობილი ნაპოვნია, თუმცა მძღოლის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება, სამძებრო სამუშაოებში რეგიონის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან ჩართულები“, -განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 5-ე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა,რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები