ირანში რუსული ავიაციის გაგზავნას ვაშინგტონში „სამწუხარო ფაქტი“ უწოდეს

რუსული ავიაციის მიერ ირანში ჰამადანის აეროდრომის გამოყენებას აშშ-ში „სამწუხარო ფაქტს“ უწოდებენ.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა, „ეს შეერთებული შტატებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა“. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამასთანავე, ტონერმა განაცხადა, რომ რუსული ავიაციის მიერ ირანის ავიაბაზის გამოყენებამ მოსკოვისა და ვაშინგტონის თანამშრომლობას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში, შესაძლოა, ხელი არ შეუშალოს. ტონერის თქმით, ეს საკითხი უკვე განიხილეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირების საგანი სირიის ზომიერი ოპოზიციის სტატუსია, რომლის დაბომბვას რუსული ავიაცია განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები