ბოსფორის სრუტეში ორი გემის შეჯახების შედეგად მოძრაობა პარალიზებული იყო

ბოსფორის სრუტეში, რომელიც შავ და ხმელთაშუა ზღვებს ერთმანეთთან აკავშირებს, გემების შეჯახების გამო მოძრაობა რამდენიმე საათით პარალიზებული იყო. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ერთმანეთს სატვირთო გემი და სანაპირო დაცვის კატარღა შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად კატარღამ დაზიანება მიიღო და ჩაიძირა. მის ბორტზე მყოფი ექვსი ადამიანი გადაარჩინეს. ცნობისთვის, მსოფლიო ნავთობის მარაგის სამი პროცენტის ტრანსპორტირება, ძირითადად, რუსეთიდან და კასპიის ზღვიდან, ბოსფორის სრუტის გავლით ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები