ინდოეთში ფრანების გაშვებისას სამი ადამიანი დაიღუპა

სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა ინდოეთში ფრანების გაშვებისას. ძაფებმა, რომლებზეც ფრანებია მიმაგრებული, ამ ადამიანებს ყელი გადაუჭრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ორი ბავშვი იმ მომენტში დაიღუპა, როდესაც მანქანის გახსნილი ფანჯრიდან ფრანების გაშვებას უყურებდნენ. ასევე დაიღუპა მოტოციკლით მოძრავი 22 წლის მამაკაცი, რომელმაც სხეულის დაზიანება ასევე ფრანის სინთეტიკური ძაფით მიიღო. ამ ტრაგედიის შემდეგ ინდოეთში აიკრძალა ფრანების ძაფები, რომლებშიც რკინის და სინთეტიკური კომპონენტები გამოიყენება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები