თურქეთში ორი ათასამდე პოლიციელი სამსახურიდან გაუშვეს

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ორი ათასამდე პოლიციელი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების ასობით მოსამსახურე თანამდებობიდან გადააყენეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
გარდა ამისა, თურქეთში დაიხურა კავშირგაბმულობის სამინისტრო, ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს 196 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს.
სამსახურიდან გათავისუფლებული ყველა პირი აშშ-ში მცხოვრებ ისლამის მქადაგებელთან, ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირშია ეჭვმიტანილი. 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე თურქეთში, საერთო ჯამში, 35 ათასი ადამიანია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები