თურქეთმა საბერძნეთს 8 სამხედრო მოსამსახურის ექსტრადირების საბუთები გადასცა

თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალურად გადასცა საბერძნეთს რვა სამხედრო მოსამსახურის ექსტრადირებისთვის აუცილებელი საბუთები. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ეს პირები თურქეთიდან საბერძნეთში 15 ივლისს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ვერტმფრენით გაიქცნენ. საბერძნეთი მზად არის თურქულ მხარეს სამხედროები გადასცეს ყველა იურიდიული პროცედურის მოგვარების შემდეგ.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა 15 ივლისს მოხდა. შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 240 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები