Google-მა ვიდეოზარების საკუთარი პროგრამა აამოქმედა

კომპანია „გუგლმა“ ვიდეოზარების საკუთარი პროგრამა, Duo აამოქმედა. ეს გადაწყვეტილება „გუგლმა“ სხვა კომპანიების მიერ ანალოგიური სერვისების გამო მიიღო – ესენია Apple-ის პროგრამა FaceTime, Microsoft-ის Skype და ფეისბუქის მესინჯერი.
ვიდეოზარის პროგრამა, ძირითადად, სხვა კომპანიების სერვისებს ჰგავს. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ვიდეოზარზე პასუხამდე ჩანს იმ ადამიანის გამოსახულება, რომელიც გირეკავთ. „გუგლში“ აცხადებენ, რომ ეს სერვისი გაუადვილებს მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებას – უპასუხოს ზარს თუ არა. ახალი სერვისის შესახებ „გუგლმა“ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაავრცელა, მაგრამ ის მხოლოდ ახლა აამოქმედა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები