თურქეთის პოლიციამ 44 კომპანიის 120 ტოპ-მენეჯერის დაკავების ორდერები გასცა

თურქეთის პოლიცია სტამბოლის 44 კომპანიაში ჩხრეკას ატარებს და 120 ტოპ-მენეჯერის დაკავების ორდერები გასცა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამ პირთა დაკავება 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმის ფარგლებში მოხდა.
სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, კომპანიები აშშ-ში მცხოვრები ისლამის მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მოძრაობის დაფინანსებაში არიან ეჭვმიტანილები. თურქეთის ხელისუფლება გიულენს სამხედრო ამბოხების ორგანიზატორად ასახელებს.
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ 35 ათასამდე ადამიანი დააკავა. 80 ათასამდე ადამიანი, მათ შორის სამხედროები, მოსამართლეები, უნივერსიტეტის დეკანები და ლექტორები, ასევე ჟურნალისტები, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები