“ინიციატივა უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით, ჩემი აზრით არის პირდაპირ აღიარება ოკუპაციის“

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი უბლოკო სტატუსის შესახებ, ნინო ბურჯანაძის პარტიის ინიციატივას მიუღებლად მიიჩნევს.
“ინიციატივა უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით, ჩემი აზრით არის პირდაპირ აღიარება ოკუპაციის და ფაქტობრივად იმდღევანდელი მოცემულობისთვის შეგუება, ანუ ამ ყველაფრის დაკანონება რაც რა თქმა უნდა, მიუღებელია, ყველაფერთან ერთად უბლოკო სტატუს სჭირდება მეზობელი ქვეყნების თანხმობა და როგორ შეიძლება ამ შემთხვევაშიო ჩვენ შეიძლება მივიღოთ რუსეთისგან თანხმობა, როცა მას თავად აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული,“ – განაცხადა სესიაშვილმა.
ნინო ბურჯანაძის პარტიის ინიციატივა – საქართველოს ე.წ. უბლოკო სტატუსის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა წარუდგინა. თავის მხრივ,პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოსთვის უბლოკო სტატუსის მინიჭების მომხრეთა და შესაბამისი საკონსტიტუციო ინიციატივის საპირისპიროდ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების წინადადებით გამოდის, რომლის მიხედვით, კონსტიტუციის პრეამბულაშივე უნდა დაფიქსირდეს საქართველოს მოქალაქეთა ნება, ევროატლანტიკურ სისტემაში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები