„მრეწველები” ნინო ბურჯანაძის ინიციატივას უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით მხარს უჭერენ

„მრეწველები“ პარტია “დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის ინიციატივას საქართველოს უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით მხარს უჭერენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ტყემალაძემ განუცხადა.
„ნინო ბურჯანაძის ინიციატივას, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უბლოკო, ოღონდ არა კონსტიტუციით განსაზღვრული, ვუჭერ მხარს. გოგი თოფაძეს არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ ჩვენი ქვეყანა არცერთ სამხედრო ბლოკში არ უნდა იყოს გაერთიანებული, იმიტომ რომ ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაწევრიანება, კარგს არაფერს მოგვიტანს. ნინო იძახის, რომ არცერთი ქვეყნის სამხედრო ჯარი არ უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში, ამაში ვეთანხმებით. მაგრამ ბუნებრივია, კონსტიტუციაში ეს არ უნდა იწერებოდეს“,- განაცხადა თამაზ ტყემელაძემ.
ნინო ბურჯანაძის პარტიის ინიციატივა – საქართველოს ე.წ. უბლოკო სტატუსის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა წარუდგინა. თავის მხრივ,პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოსთვის უბლოკო სტატუსის მინიჭების მომხრეთა და შესაბამისი საკონსტიტუციო ინიციატივის საპირისპიროდ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების წინადადებით გამოდის, რომლის მიხედვით, კონსტიტუციის პრეამბულაშივე უნდა დაფიქსირდეს საქართველოს მოქალაქეთა ნება, ევროატლანტიკურ სისტემაში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები