”ცენტრისტების” არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, ”ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

პოლიტიკური გაერთიანება ”ცენტრისტების” არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, ”ნაციონალური მოძრაობა” უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, ასეთი ტიპის პარტიის არსებობა და მათი მხრიდან მსგავსი შინაარსის კლიპის გაშვება ხელს უწყობს საქართველოში რუსული პროპაგანდის გავრცელებას.
”ვეთანხმებით სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების და კლიპის შინაარსი არის ანტიკონსტიტუციური. აქედან გამომდინარე, უახლოეს დღეებში, შესაძლებელია დღესვე, საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში 30 დეპუტატის მეშვეობით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება იქნას გამოცხადებული არაკონსტიტუციურად. მთავარი ამ ყველაფერში არის სულ სხვა რამ. მთავარია – როგორ მოვედით აქამდე და რამ შეუწყო ხელი ასეთი ტიპის განვითარებებს ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში“, -განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები