ცესკო-მ 7 პარტია არ დაარეგისტრირა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 7 პარტია საარჩევნო სუბიექტად არ დაარეგისტრირა.
როგორც ცესკო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, აღნიშნულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა ცესკო-ში მხარდამჭერთა სიების წარდგენა ვერ შეძლეს. გარდა ამისა ერთ-ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას იუსტიციის სამინისტროს ხელახალი რეგისტრაცია არ ჰქონდა.
დოკუმენტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ: პოლიტიკურ გაერთიანება- „გაერთიანებული საქართველოს დემოკრატიული პარტია; „ძალოვანი ვეტერანები; „პატრიოტთა და პენსიონერთა პოლიტიკური მოძრაობა მამულიშვილი;, „ სამართლიანი საქართველოსთვის; „სამშობლო; „ხმა დედის და ხმა ერის; „ხალხთა მეგობრობისა და სამართლიანობის პარტიას;
14 აგვისტოს მდგომარეობით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თხოვნით 64 პარტიამ მიმართა. ცესკო-მ რეგისტრაციაში 41 პარტია გაატარა, 16 რეგისტრაციის პროცესშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები