ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ბოსნია და ჰერცოგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს, 15-17 აგვისტოს, ოფიციალური ვიზიტით, ბოსნია და ჰერცოგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ცრნადაკი ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, , დაგეგმილია ბოსნია და ჰერცოგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განიხილება საქართველოსა და ბოსნია და ჰერცოგოვინას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის საკითხები.
ბოსნია და ჰერცოგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები