“ქართული ოცნების” საპარლამენტო გუნდის ახალი შემადგენლობის წევრები ოზურგეთელ ახალგაზრდებს შეხვდნენ

2016 წლის 13 აგვისტოს “ქართული ოცნების” საპარლამენტო გუნდის ახალი შემადგენლობის წევრები, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე, თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, სოფო ქაცარავა და ნინო გოგუაძე ოზურგეთელ ახალგაზრდებს შეხვდნენ.14012181_10153901127664779_2123378601_n
შეხვედრაზე, რომელიც ოზურგეთში, კაფე ‘’8+1’’-ში გაიმართა “ქართული ოცნების” წევრებმა ახალგაზრდებს სამომავლო გეგმები და სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან მიმართებაში საკუთარი ხედვა და გამოცდილება გაუზიარეს. შეკითხვები დასვეს ახაგაზრდებმა, რასაც მიგრაციის პოლიტიკაზე, განათლების რეფორმასა და სპორტზე, ასევე ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე, გურიის განვითარების და ინოვაციური პროექტების დაფინანსების საკითხებზე დისკუსია მოჰყვა.
“შეხვედრამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოზურგეთის განათლებული და პროგრესული თაობა, რომელთაც ბევრ საკითხში უნდა დავეკითხოთ აზრს. ახალგაზრდებთან იგეგმება კონსულტაციები სხვადახვა მიმართულებით ეფექტური საჯარო პოლიტიკის ფორმირების მიზნით. ამ ტიპის შეხვედრები მომავალშიც ჩატარდება და ჩვენ ვითანამშრომლებთ სწრაფი განვითარების მისაღწევად”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები