გიორგი კვირიკაშვილი: მოქალაქეებს ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ბინების დაგირავება აღარ სჭირდებათ

მოქალაქეებს ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ბინების დაგირავება აღარ სჭირდებათ, – ამის შესახებ ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, პარტიის აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა 4 წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და გაწეულ სამუშაოზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობამ ყურადღება მიაქცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიმართულებებს.
”ჩვენ ყურადღება მივაქციეთ ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა ჯანდაცვის უზრუნველყოფა. ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეებს აღარ სჭირდებათ უკანასკნელი გროშების გაღება, საკუთარი ბინების დაგირავება იმისთვის, რომ საკუთარი შვილის, დედის, მამის ჯანმრთლეობა უზრუნველყონ. დამეთანხმებით ეს არის უდიდესი მიღწევა. ბევრ განვითარებულ ქვეყანას არ აქვს ამის ფუფუნება, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არაა ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება.
”ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებს ჯანდაცვის მიმართულებით, C ჰეპატიტის პროგრამას და დამეთანხმებით, ათეულობით ათასი სიცოცხლე გადარჩა C ჰეპატიტის მკურნალობის შედეგად”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები