გიორგი კვირიკაშვილი: უსაფრთხოების მიმართულებით საამაყო ნამდვილად გვაქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მიერ დასახული გეგმების მისაღწევად, საჭიროა უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
როგორც ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბათუმში, პარტიის აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
“ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება და ჩვენ ნამდვილად გვაქვს ამ მიმართულებით საამაყო. ჩვენ შევძელით გონივრული პოლიტიკით, ერთი მხრივ შეგვენარჩუნებინა თანმიმდევრული სვლა ევროპისკენ და ევროატლანტიკური ოჯახისკენ და მეორე მხრივ, შევძელით, რომ დაგვეწია დაძაბულობა რეგიონში, ჩვენს სამეზობლოში.
საქართველოში სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ ჩვენ არ გვექნება ნორმლური, მშვიდობიანი ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთთან. ეს აუცილებელია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ან სუვერენიტეტის ხარჯზე. ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელიც უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საქმეს”,- განაცხდა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები