გიორგი კვირიკაშვილმა აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა აჭარაში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
ბათუმის 68-ე ოლქში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება პარლმენტის წევრი ფატი ხალვაში.
ბათუმის 69-ე ოლქში  პარტიიდან წარმდგენილია ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე, ბათუმის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი.
ბათუმის 70-ე ოლქში პარტია ,,ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს მუხრან ვახტანგაძე აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენის უფროსი.
ქობულეთში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება კობა ნაკაიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.
ხელვაჩაურში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად  დასახელბულია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ნაკაშიძე.
ხულოში, შუახევსა და ქედაში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები