აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად 28 პოლიტიკური პარტია იბრძოლებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად 28 პოლიტიკური პარტია იბრძოლებს – ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, წელს, საპარლამენტო არჩევნებში წელს რეკორდული რაოდენობის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია დაფიქსირდა. ჯალაღონიას ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 მანდატისთვის 28 პოლიტიკური პარტია იბრძოლებს.
როგორც უსკოს თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ აღნიშნა, 20 პარტია უკვე დარეგისტრირებულია, ხოლო 8 პარტიის დოკუმენტაცია დამუშავების პროცესშია.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში (უსკო) წარმოდგენილია 28 განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა. მათ შორის 20 პარტია ამ დროისთვის რეგისტრირებულია, ხოლო 8 პარტია არის რეგისტრაციის პროცესში. წელს, წინა წლებთან შედარებით, რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. 2012 წლის არჩევნებში რეგისტრირებული იყო 7 პოლიტიკური პარტია, 2008 წელს 6, ხოლო 2004 წელს 10 პარტია“, – აღნიშნა პარმენ ჯალაღონიამ.
უმაღლესი საბჭოს 21 მანდატიდან 15 პროპორციული, ხოლო 6 მაჟორიტარული სისტემით ნაწილდება. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად 8 ოქტომბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში (უსკო) განცხადებების შეტანის ვადა გუშინ 18:00 საათზე ამოიწურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები