დავით უსუფაშვილი დეპუტატებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ცვლილების შეტანისკენ მოუწოდებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დეპუტატებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ცვლილების შეტანისკენ მოუწოდებს.
„ჩვენი ქვეყნის ზოგიერთმა მოქალაქემ გადაწყვიტა საქართველოს კონსტიტუციურად აუკრძალოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მე ვაცხადებ, რომ მათ ექნებათ საშუალება მათი წინადადება განიხილონ ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. მაგრამ! მინდა განვაცხადო, რომ ასეთი თემებით ასე სპეკულირება და საარჩევნო ქულების დასაწერად ქცევა ყველაფრის, მათ შორის, საქართველოს ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი ინტერესების – არის დაუშვებელი და მიუღებელი! და მე, როგორც პარლამენტის წევრი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერ ვიქნები ამ მოვლენების პასიური მაყურებლის როლში.გადავწყვიტე, მივმართო ჩემს კოლეგებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს და პარლამენტში შევიტანოთ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების ჩაწერის ინიციატივა იმ ცვლილებისა, რომელიც სჭირდება საქართველოს, მის უსაფრთხოებას, მის მომავალს და კეთილდღეობას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში, იქ, სადაც საუბარია იმაზე, თუ რა სურს ქართველ ხალხს, რისთვის სჭირდება მას სახელმწიფო, დაემატოს ფრაზა: „დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში. საქართველოს პარლამენტში ორშაბათს, 3 საათზე გაიმართება პარლამენტის ბიუროს სხდომა და ბიუროს სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილება საქართველოს პარლამენტში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შემოსული განაცხადი, რომლებიც აპირებენ შეაგროვონ საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერები და მოითხოვონ საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის უბლოკო სტატუსის ჩაწერა. ანუ კონსტიტუციურად აუკრძალონ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამ ინიციატივის ავტორები არიან საქართველოს მოქალაქეები – ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და სხვები. და მე მინდა მოგახსენოთ, რომ პარლამენტი არცერთი წუთით არ შეაყოვნებს იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რასაც ამ დროს ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა. მათ ექნებათ საშუალება მათი წინადადება განიხილონ ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. მაგრამ, მინდა განვაცხადო, რომ ასეთი თემებით ასე სპეკულირება და საარჩევნო ქულების დასაწერად ქცევა ყველაფრის, მათ შორის, საქართველოს ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი ინტერესების – არის დაუშვებელი და მიუღებელი და მე, როგორც პარლამენტის წევრი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერ ვიქნები ამ მოვლენების პასიური მაყურებლის როლში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და მის წარმოდგენილ წინადადებას ხელი ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს მოაწერა. თუმცა, ამ წინადადების ინიციატივად ქცევას კიდევ 75 ხმა ჭირდება. „მინდა ვუთხრა ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც ერთი თვის წინ განვაცხადეთ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი რწმენა, შემოუერთდეს ამ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც მე თქვენთან ერთად, თქვენი თანდასწრებით ვაწერ ხელს და იქნება გახსნილი საქართველოს პარლამენტის ყველა წევრისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე შევაგროვებთ 76 ხელმოწერას, მინიმუმს, დავაფიქსირებთ ამ ინიციატივას პარლამენტში და უკვე მომავალი პარლამენტი სწორედ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და არა იმას, რომელმაც შესაძლოა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია აკრძალოს.“ – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები