ირაკლი ოქრუაშვილმა ალასანიას დამარცხება უწინასწარმეტყველა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას კონკურენტად ვერ აღიქვამს.
ოქრუაშვილმა ალასანიას საარჩევნო ბრძოლაში დამარცხება უწინასწარმეტყველა და ამის გამო მწუხარება გამოხატა.
„საინიციატივო ჯგუფმა წარმადგინა გორში მაჟორიტარობის კანდიდატად საპარლამენტო არჩევნებში მონაწილების მიღების მიზნით და მე ეს წინადადება მივიღე.
ირაკლი ალასანიას მე კონკურენტად ვერ აღვიქვამ, არა იმის გამო, რომ ის არ მიმაჩნია მძიმე წონიან ფიგურად, არამედ იმის გამო, რომ არ ვიცი რა დგას მისი ამ გადაწყვეტილების უკან.
წარმატებები მინდა ვუსურვო, მაგრამ ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ, წინასწარ ვიზიარებ მწუხარებას მის ამ დამარცხებისათვის განწირულ ბრძოლაში“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ გორში კენჭს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანიაც იყრის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები