ახალი ქართული წამოწყება – „მოხეტიალე წიგნები“

2014 წელი საქართველოში წიგნიერების წლად გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრი ახალ ქართულ წამოწყებას – „მოხეტიალე წიგნებს“ შეუერთდა და 8 წიგნი„სახეტიალოდ“ გაუშვა.
მსგავს აქციებში ჩართვით საჯარო რეესტრი ქვეყანაში წიგნიერების დონის ამაღლების საქმეში საკუთარი წვლილის შეიტანა ცდილობს. თომას მანის, ედგარ პოს, სომერსეტ მოემის, რეი ბრედბერის, მიხაილ ბულგაკოვის, ონორე დე ბალზაკის მოთხრობების კრებულები, ალექსანდრე დიუმას „კავკასია“, აკა მორჩილაძის „ჩემი თავგადასავალი“, ქართული ხალხური ზღაპრები ლადო გუდიაშვილის ილუსტრაციებით, – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა „სახეტიალოდ“ სწორედ ეს წიგნები აიარჩიეს. სააგენტოდან „გასულ“ წიგნებს შემდეგი წარწერა გაუკეთდა: „გამარჯობა, მე მოხეტიალე წიგნი ვარ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა საკუთარი ბიბლიოთეკიდან ამომირჩიეს და “სახეტიალოდ” გამისტუმრეს. დამიმგზავრე და როცა წაკითხვას დაასრულებ, სადმე დამტოვე, რომ ახალმა მკითხველმა მიპოვნოს. აუცილებლად მიაწერე ჩემი ბოლო გაჩერების თარიღი და ადგილი, რომ არ დავიკარგო. ჩემს შესახებ შეიტყობ FAჩEBOOK-ით, „მოხეტიალე წიგნები”.
მკითხველი საჯარო რეესტრის „მოხეტიალე წიგნებს“ შესაძლოა, ნებისმიერ ადგილას: ტრანსპორტში, ქუჩაში, ადმინისტრაციულ შენობაში, კაფეში თუ სხვა ადგილას გადაეყაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები