გურჯაანის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი

 საქართველო კულტურის სამინისტრომ გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო დოკუმენტაცია 17 აპრილის ჩათვლით მიიღება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირებს (ორგანიზაციებს), რომელთაც გააჩნიათ საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება და თეატრალური საქმიანობით დაკავებული პირებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფებს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით. ცალკეულ საინიციატივო ჯგუფს და თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირს აქვს მხოლოდ თითო კანდიდატურის წარდგენის უფლება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭო წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეარჩევს შესაბამის კანდიდატს და დასანიშნად მინისტრს წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები