საფრანგეთში ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც „ბიბისი“ წერს, არსებობს საშიშროება, რომ ხანძარი ქალაქ მარსელზე გავრცელდეს.
ხანძრის ჩასაქრობად 1 800-მდე მეხანძრე მუშაობს. ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, განადგურებულია 25-მდე საცხოვრებელი სახლი.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბერნარ კაზნევის ინფორმაციით, ხანძარმა 2 000-ზე მეტი ჰექტარის ფართობი მოიცვა და ამ ეტაპზე სტიქიის ლოკალიზება ვერ ხერხდება.
კვამლის გამო მარსელის აეროპორტში კომერციული რეისების ნაწილი გაუქმდა ან გადაიდო.